Sunday, February 23, 2014

კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევა.
XVIII საუკუნის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ "ვენის კლასიკურ სკოლაში" სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედბაში.

No comments:

Post a Comment