Monday, February 24, 2014

ინტერნეტში მოძიების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
არ არის ჩართული,ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს.
დაბალი
ყოველთვის არ უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები.
საშუალო
აქტიურია,სუფთად ინტონირებს
კარგი
კომუნიკაბელურია, არ უჭირს სხვებთან თანამშრომლობა, პატივს სცემს განსხვავებულ აზრს
საუკეთესო

Sunday, February 23, 2014

კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევა.
XVIII საუკუნის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ "ვენის კლასიკურ სკოლაში" სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედბაში.

ცეკვა აჭარული


პროექტი

პროექტი
ქართული ხალხური ცეკვები
პროექტის მთავარი იდეა
ისტორია-ტრადიციები
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხალხური ცეკვების შესახებ(წიგნები, ინტერნეტი, ვიდეო ფირები) შექმნიან ფოტოალბომს, დახატავენ ქართულ ხალხურ ცეკვის ტრადიციულ ფორმებს.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიზიარონ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები.შეადარონ სხვა ქვეყნის ტრადიციებთან.
მონაწილეთა ასაკი
12-13წელი.
ვადები,ხანძლივობა
1-2თვე
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
ეცნობიან საქართველოს კუთხეებს და მათ ტრადიციებს, ცეკვებს, სიმღერებს, ისტორიას, პარალელს ავლებენ დღევანდელობასთან.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა,თაბახის ფურცლები, ფანქრები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
კლასი იყოფა ორ ჯგუფად.მოიძიონ ინფორმაცია ქართული ხალხური ცეკვების შესახებ. მუშაობენ ერთი თვის განმავლობაში, მოიპოვებენ მასალებს უზიარებენ ერთმანეთს და ღებულობენ მისაღებ შედეგებს. აკეთებენ ნახატის სახით ესკიზებს, ტრადიციული ცეკვის ფორმებს. იმატთება დისკუსია და საერთო აზრის გაზიარება. ექსკურსის დაგეგმვა: საქართველოს კუთხეები. ინტერვიუ ქორეოგრაფებთან. კონცერტზე დასწრება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
გეოგრაფია, ისტორია,ხელოვნება.
პროექტის ხემძღვანელი(მასწავლებელი)
ანჟელა ცეკვავა
ხემძღვანელის ელ. ფოსტა
anzhelatsekvava@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
http://anzhelatsekvava.blogspot.com/

Saturday, February 22, 2014


მუსიკა

 ეს არის ძალა რომელიც მსოფლიოს აცოცხლებს. დოჩანაშვილს რომ დავესესხო-დედამიწას მუსიკა ატრიალებს, დომენიკო.
           ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ხშირად უთამაშია გადამწყვეტი როლი კონფლიკტის მოგვარებისას. ის აერთიანებს თითოეულ ადამიანს, კატეგორიაულად განსხვავებულს თუ მსგავსს, თავის გარშემო.
          მე რომ მკითხოთ მუსიკა ყველგან და ყველაფერშია.მას თითოეული ინდივიდი სხვადასხვაგვარად აღიქვამს და გრძნობს. განა არსებობს ადამიანი, რომლიც თუ არ მღერის ან არ უკრავს, მსმენელი მაინც არ იყოს? ჩემ გარშემო არ არის ისეთი პიროვნება, რომელსაც მუსიკასთან საერთო არაფერი ჰქონდეს.
          ის ხშირად კომუნიკაციის კარგი საშუალებაა. როდესაც ახალ ადამიანებს ვიცნობთ, ალბათ პირველ კითხვებს შორის აუცილებლად არის: "რას უსმენ?" და პასუხი ძლიან მოქმედებს ჩვენს შთაბეჭდილებაზე ამ ადამიანების მიმართ.